არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ სხვა, ვალდებული ვართ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 16:32 | 19.01.2023
ნანახია: 249

არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ სხვა, ვალდებული ვართ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

"თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, როდესაც ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი და, პირიქით, არათუ ჭორებს არის აყოლილი, ჭორის შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, რასაკვირველია, მე და თქვენ ვალდებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ. ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან", - თქვა ვოლსკიმ.

19 იანვარს CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე