მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო ომში ვერ ჩაერთვება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:17 | 19.01.2023
ნანახია: 209

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, რადგან ქვეყანას  თავისი ეროვნული ინტერესები აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხშირი იყო მოწოდებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც არაერთხელ მიგვისმენია, როგორ უნდა გესიამოვნოს ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს კატასტროფაა.  ინგრევა ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. უმძიმესი მდგომარეობაა და ამას ძალიან განვიცდით. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე