რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 19.01.2023
ნანახია: 267

დედაქალაქი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

კახა კალაძე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

„თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დახმარება ადამიანებს მიმოსვლაში“, – განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე