საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა - ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:30 | 19.01.2023
ნანახია: 249

საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშიებით განაცხადა.

"ლავროვი ჩვენი ოპოზიციასავით არ არის ერთსულიანი მოთამაშე. ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და, როდესაც რამე განცხადებას აკეთებს, რამდენიმე შედეგზე თვლის. და ჩვენ ვხედავთ, რომ ნაწილობრივ ლავროვი ამ შედეგს, ოპოზიციის ფლანგზე აღწევს ხოლმე და ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლსაც გადაუგდებს ხოლმე.

რაში დაჭირდა? დაჭირა ერთადერთი რამის გამო, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა იგივე, ევროპასთან და მეორეს მხრივ, ოპოზიციას მისცეს დამატებითი საწვავი, იმისათვის, რომ გააგრძელონ უარგუმენტოდ, მაგრამ ამ არგუმენტს ახლა თავისებურად ლავროვი აწვდის, დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ.

ის, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, დიახ, ეს ასეა, ამ კუთხით მე მიმაჩნია, რომ ლავროვის აღიარება სასარგებლოა", - თქვა ქადაგიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე