როცა CNN-ზე ასეთი ტყუილი ჟღერდება, მიუთითებს, რომ სერიოზული ძალის ინტერესია, შეგვიქმნას პრობლემები - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 00:58 | 19.01.2023
ნანახია: 216

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითი CNN-ის ეთერში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმული კითხვაა, რომელიც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა.

„ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ. CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ ფეიკ-სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები.

ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ – „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.

CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე