ვანო მერაბიშვილი იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 22:37 | 17.01.2023
ნანახია: 341

ვანო მერაბიშვილი იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "გადაცემა რეაქციის" ეთერში განაცხადა.

"მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 7 წელის ჰქონდა მას სამარტოო საკანში გატარებული და გულში ჩავიკარი. სახლშიც ვესტუმრე რამდენჯერმე.

2020 წელს არჩევნებზე ვარ გლდანში, გამარჯვების შანსი არსებობს, ისეთი სიტუაციაა, ბიძნა ივანიშვილიც კი მოვიდა იარჩევნების დღეს, ოფისების გადაწვა და იარაღებით დადგომა მიდის. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამაინებთან. 10-მდე ადამიანთან გადიოდა თურმე კონტაქტზე, დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო. გამომინახეს საერთო წერტილები.
ამ ადამიანებს ყური რომ ეგდოთ მერაბიშვილისთვის, ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, მდლობა ამ ადამიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ხელს არასოდეს ჩამოართმევს და მასთან არასდროს ითანამშრომლებს.

"არ ვიცი რა იმალება ეხლა მასში. ინტრიგებით და ადამაინების ერთმანეთთან გადაკიდებით არის სავსე მისი პოლიტიკური კარიერა.

ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც გავლენის მოპოვება სურს პარტიაში. მე რა მორალით უნდა დავაჯერო ნებისმიერი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს გაიმეორებს და ჩაიდანს. მე როგორ დავარწმუნო ნებისმიერი, რომ ცვლილება ყოელთვის ნიშნავს უკეთესობას. 2020 წლის შემდეგ, როდესც მერაბიშვილმა არჩევნების დროს საწადელს ვერ მიაღწია, მე ვთქვი, რომ არ მაქვს მასთან შეხვედრის სურვილი და არასოდეს ხელს არ ჩამოვართმევ. მე ამ ადამიანს არასოდეს დავუწყებ თანამშრომლობას, ეს გადაულახავი ბარიერია", - თქვა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე