კახეთში ლექციის ჩატარება ლევან ბერძენიშვილის მიერ, პროვოკაციული თემაა და ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 17.01.2023
ნანახია: 241

კახეთში ლექციის ჩატარება ლევან ბერძენიშვილის მიერ, პროვოკაციული თემაა და ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გი ვოლსკიმ.

„ეს ქვეყანა არის ხალხის და ნურცერთი პოლიტიკური ძალა, „ალტ ინფო“ იქნება თუ სხვა ნუ დაიჩემებს, რომ ეს ქვეყანა მისია. „ალტ ინფოს“ მოვუწოდებ, ქვეყნის კუთვნილებას ნუ დაიჩემებს. მიმაჩნია, რომ ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ადვილად წამოეგო. არა მხოლოდ კახელებისთვის, არამედ ზოგადად, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც ბევრ საკითხზე გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, რეალობაა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს შემთხვევის ამბავია. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, რა საკვირველია, ეს პროვოკაციული თემაა სულ რომ არ არსებობდეს „ალტ-ინფო“. ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე უნდა დაიწყოს, თუ არა გამოძიება, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა თქვან. მისივე თქმით, ტელევიზიებით ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები გავრცელდა და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები.

„ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც იგეგმებოდა ე.წ. ლექცია“, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის და ლევან ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა. უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს იმ სტრუქტურებმა უნდა გვითხრან, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე