რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:51 | 17.01.2023
ნანახია: 184

რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„პროცესის დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ყველას, მობილიზაციისთვის, მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის მოემზადონ.

„ბრძოლის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება ქვეყანას გახდის რუსეთის გუბერნიად. საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია – პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისა და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის. სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს – რევოლუციური ცვლიელებები და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, რადგან ქვეყანა მოღალატეობრივმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა რუსეთისკენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე