„ხალხის ძალის“ განცხადება დადასტურებაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 14:49 | 16.01.2023
ნანახია: 320

"ხალხის ძალის“ განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

„ჯერ თქვეს, რომ თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, შემდეგ თქვეს, ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო. ახლა გავიგეთ, თურმე დარიშხანით არის მოწამლული. შემდეგ თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, ამას დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო. ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი, თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ. ღმერთის ნებისთვის უნდოდათ ამის დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები ესენი არიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე