არც ვიცი, ვინაა გიორგი გახარია - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 13:45 | 12.01.2023
ნანახია: 196

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, გიული ალასანია პასუხობს: „ამოვწურე ეგ თემა. არ მინდა, არც ვიცი, ვინაა გიორგი გახარია“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.

„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე