ბენ ჰოჯესის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, აცდენილია რეალობას და იკითხება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი - მიქანაძე

საქართველო, თბილისი - 16:21 | 11.01.2023
ნანახია: 194

ბენ ჰოჯესის განცხადება, პირდაპირ გეტყვით, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფოს და ჩვენი ქართველი საზოგადოების შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ჯდება, იკითხება პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, როდესაც აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

"რეალურად, ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და ეს ადამიანი თავისი განცხადებებით ცდილობს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც უკვე არაერთი თვეა აგორებული საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, საქართველო ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში და შესაბამისად, ბენ ჰოჯესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული და ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება", - განაცხადა მიქანაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე