Air Arabia ბათუმიდან შარჯას მიმართულებით იფრენს

საქართველო, თბილისი - 17:31 | 07.03.2016
ნანახია: 1582

თბილისის შემდეგ ავიაკომპანია Air Arabia რეისებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური სავაჭრო აგენტი - GASA აცხადებს Air Arabia ბათუმიდან შარჯას მიმართულებით იფრენს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია ბათუმი-შარჯას რეისებს, 2 ივლისიდან, კვირაში 3-ჯერ განახორციელებს.

შარჯა არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქია და ის არაბეთის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. შარჯა დუბაიდან მხოლოდ 16 კმ-ითაა დაშორებული.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia ქართულ ბაზარზე 2014 წლის ბოლოს შემოვიდა.

ავიაკომპანიის მთავარი ბაზა შარჯის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. ავიაკომპანიის შვილობილი კომპანიებია: Air Arabia Egypt ალექსანდრიაში, Air Arabia Maroco კასაბლანკაში და Fly Yeti კატმანდუში.

2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით Air Arabia-ს ფლოტი 26 ერთეული Airbus A320-გან შედგება, რომელთა საშუალო ასაკი 3, 2 წელია. უახლოეს პერიოდში ავიაკომპანია 45 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე