ასეთი ადამიანის განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს - იონათამიშვილი ბენ ჰოჯესზე

საქართველო, თბილისი - 16:28 | 10.01.2023
ნანახია: 253

ასეთი ადამიანების განცხადებას ჩვენი საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

"ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურს იმაზე, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული, იგივე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამით ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა. ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას ჩვენი საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ აქვს. ვფიქრობ, იმ ადამიანების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა, ვინც ცდილობს, რომ პირდაპირ ასეთი ომის რიტორიკისა და გლობალური ომის პარტიის წევრი სპიკერად გამოიყენოს", - თქვა დეპუტატმა.

ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე