დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, მას ნიშნის მოგებით ელაპარაკებიან აქედან, მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, არ ეთანხმება მის დიაგნოზს და ამ ადამიანს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი გორში - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 14:09 | 10.01.2023
ნანახია: 334

დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც იყო ვუნდერკინდი თავის დროზე და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, აქვს ბუშის მედალი და კონგრესის მედალი, არის საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტი. ნიშნის მოგებით რომ ელაპარაკებიან აქედან ადამიანები, მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, არ ეთანხმება თურმე მის დიაგნოზს და ამ ადამიანს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი გორში, - ამის ესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

„ჩემთვის გუშინდელი დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებით, რამდენიმე მომენტმა მიიქცია ყურადღება. არ მინდა, ვინმე დავაკნინო, მაგრამ დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც იყო ვუნდერკინდი თავის დროზე და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, აქვს ბუშის მედალი და კონგრესის მედალი, არის საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტი. ნიშნის მოგებით რომ ელაპარაკებიან აქედან ადამიანები, მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, არ ეთანხმება თურმე მის დიაგნოზს და ამ ადამიანს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი გორში. არ მინდა, დავაკნინო, მაგრამ მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს ნევროლოგიაში არ ეთანხმება. ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. ყურადღება მიიქცია კიდევ იმან, რომ უნდათ, ყველაფერი მიაწერონ 2017 წელს, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, იმის შემდეგ როგორ გამოიყურებოდა. დაიწყეს რაღაცების გახსენება, სამი წლის ველოსიპედიდან რომ ჩამოვარდა და ორი კბილი ჩაემტვრა, ესეც დაავიწყდათ, ეთქვათ. ფაქტია, რომ ადამიანი მოწამლეს. სისტემამ მოწამლა, მე არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, აქ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ვერ ხდება გამოკეთება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება. მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა ასეთი საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა და ყველაფერი გართულდა“, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე 9 იანვარს გამართულ პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი სერიოზულად არის ავად და დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია მისთვის სასჯელის მოხდისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე