ვანო მერაბიშვილის ხელწერაა - ბაჩო დოლიძე ფარული ჩანაწერზე

საქართველო, თბილისი - 14:04 | 10.01.2023
ნანახია: 217

უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით სირბილი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს გამოდებდნენ საჯაროდ და ასეთ ფატალურ შეცდომას დაუშვებდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ სოციალურ ქსელში გარცელებული ფარული ჩანაწერის შესახებ განაცხადა.

„სამწუხაროა ეს ყველაფერი. რაზეც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ, რისთვისაც ვებრძვით, იმავე მეთოდებს ვხედავთ, რაც გამოყენებულია წინასაარჩევნოდ. ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისი თქმით ამ ყველაფრით დასტურდება კიდევ ერთი რამ: არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ყველაზე მეტად ნიკა მელიას დამარცხება აწყობს.

„ლევანი არ არის ის ბიჭი, რომ მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობდეს პაექრობას. ადამიანები, რომლებიც დგანან მის უკან, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ და ვერც ვერასდროს ისწავლიან. ასეთი ადამიანები არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი საშიში არიან. ხაბეიშვილი ამ ამბავს ემიჯნება, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება, ვის აინტერესებს შინაარსი. უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით სირბილი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს გამოდებდნენ საჯაროდ და ასეთ ფატალურ შეცდომას დაუშვებდნენ. ამ ყველაფრით დასტურდება კიდევ ერთი რამ: არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ყველაზე მეტად ნიკა მელიას დამარცხება აწყობს, რადგან სხვა ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით მარტივი მეტოქე იქნება „ქართული ოცნებისთვის“, – აღნიშნა დოლიძემ.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის ხელწერას აუდიოჩანაწერების გავრცელებაში, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ჰო, აბა, ვისი ხელწერაა“.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე