ვერ ვხვდები, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე - ბენ ჰოჯესი

საქართველო, თბილისი - 13:35 | 10.01.2023
ნანახია: 216

ვერ ვხვდები, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე.განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სასარგებლო უნდა იყოს, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონზეა დამოკიდებული.

„ვერ ვხვდები, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია. ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რადგან არ სურდათ მობილიზაციაში მოხვედრა. არ სურთ უკრაინაში ბრძოლა. ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის, რომ უკრაინას მხარს უნდა უჭერდეს და რას აკეთებს მთავრობა. ეს საქართველოსთვის უნდა იყოს სასარგებლო, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე