საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადმოგვცენ - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 09:39 | 08.01.2023
ნანახია: 224

საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადმოგვცენ, - ამის შესაებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის უკრაინისთვის გადაცემას, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ იმისათვის რომ მკურნალობის კურსი ჩაიტაროს.

"უკრაინამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონკრეტული პოზიცია დაიჭირეს. რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით უკრაინა სხვა ქვეყნის სუვერენულ უფლებებში არ ერევა. უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს რომ ბატონი სააკაშვილი გადმოგვცენ. მიხეილ სააკაშვილისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. საქართველოს ისტორიისთვის და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადმოგვცენ. თუ საჭიროდ არ თვლიან რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში სადაც იმ საჭირო სამედიცინო მკურნალობას მიიღებს, რომელიც საქართველოში ვერ მიიღო. ამას ხშირად ვიმეორებთ, როგორც დიპლომატიური არხებით, ასევე პრეზიდენტი ზელინსკიც ხშირად საუბრობს ამაზე. " ამბობს პოდოლიაკი.

მისი არიტ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს.

„რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, ის ბევრად რადიკალურია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი ჩემთვის. მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ – ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიის, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ. ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას, თუ გსურთ პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან, ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მე უბრალოდ მინდა გავიგო მათი მოტივაცია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე