არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:31 | 07.01.2023
ნანახია: 167

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, მან ზურაბიშვილის პოზიცია იცის და  ვერ ხედავს საფუძველს, ეს პოზიცია შეცვლილიყო.

პაპუაშვილის თქმითვე, ყველა, ვინც ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას, ცდილობს, ხელი შეუშალოს გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.

„მე არ მაქვს არანაირად ამის [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანი საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას." ამბობს პაპუაშვილი. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დიაგნოზს, პაპუაშვილის თქმით, ეს ექიმების და სასამართლოს კომპეტენციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე