ჩვენ ვერ ვერევით შეწყალების საკითხში, არ გვაქვს უფლება, გავლენა მოვახდინოთ - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 14:08 | 06.01.2023
ნანახია: 378

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. მისი თქმით, საპატრიარქო ვერ ჩაერევა შეწყალების საკითხში.

"ითხოვა პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ, შეწყალების უფლება, ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, და იგი დათანხმდა ამაზე თვითონ და ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ, და ახლა ზუსტად ამას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტიურად შეიწყალოს, თქვენ კი არ ითხოვთ, საზოგადოება. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ", - თქვა მეფე ნიკოლოზმა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ.

"ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი მოთხოვნა, სხვა ჩვენი, მეც კი სხვა პროცესებში, სახელმწიფო პროცესებში, თუნდაც იურიდიული, ვერ ჩავერევი და ვერც შეწყალებას ვერ მოვითხოვ. პატრიარქის პოზიცია არის ის, რომ მე დავდივარ აქ და მე ვახმოვანებ ჩემ აზრს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე