ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე, ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:26 | 06.01.2023
ნანახია: 310

უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოცმთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! - ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაიკლ მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს საქართველოს მოქმედ მთავრობასთან დასავლეთის დამოკიდებულების ახალი ეტაპია.

„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან.

მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია დასავლეთის ქოც მთავრობასთან დამოკიდებულების.

დიდხანს, უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოც მთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ!

ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე!

ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ!

თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება, აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა!

ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“, – წერს გიორგი ვაშაძე.

The Washington Post-ში გამოქვეყნდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი  სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის  ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას და რომ ეს  იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა. მისივე აზრით, ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე