ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად - პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე
საქართველო, თბილისი - 13:20 | 06.01.2023 ნანახია: 225არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.
„სხვა ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ ვნახეთ, ექსპერტები ადასტურებენ, რომ დარიშხანით არის მოწამლული. როცა ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული და სხვა რეალობა შეიცანიო, ეს რას ნიშნავს, დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიცნოს? და რას დაელოდოს, სიკვდილს? ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.
ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამ ყველაფერში, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე ახლა სააკაშვილმა დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს. სააკაშვილი ბევრად უფრო მხნედ და მამაცად გამოიყურება მაგ შეფასების შემდეგ, ვიდრე ის წერილი, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა.
"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". – წერია ილია II-ს მილოცვაში.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიხეილ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მადლობას უხდის სანდრა რულოვსისა და ნიკოლოზ სააკაშვილთან შეხვედრის გამო. სააკაშვილი წერს, რომ პატრიარქის მილოცვაში ვინც "სულიერი რეალობა" ციხეს დაუკავშირა, მათ სიტყვა "სულიერი" გამორჩათ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა