მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, გამორჩათ სიტყვა „სულიერი“ - სააკაშვილი პატრიარქის წერილზე

საქართველო, თბილისი - 13:13 | 06.01.2023
ნანახია: 249

ბოლო წლის განმავლობაში, მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და, რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა, ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და, რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ, გაიმარჯვებს თავისუფლება.

ყველას გილოცავთ შობას“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა.

"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". – წერია ილია II-ს მილოცვაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე