ლიზა ქისტაურის დედა არ ადასტურებს შვილის გარდაცვალებას

საქართველო, თბილისი - 23:31 | 05.01.2023
ნანახია: 271

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა, იზა არღვლიანი  მისი შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი და მწვავედ აკრიტიკებს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქისტაური წამებით მოკლეს“ და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს.

ამასთან, მედიის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

"საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას," - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე