დაკარგა გონება, ძალიან გაუჭირდათ მოსულიერება - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 20:30 | 05.01.2023
ნანახია: 220

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მისმა შვილმა კლინიკაში გონება დაკარგა, რის შემდეგაც მისი მოსულიერება გაუჭირდათ. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ნებისმიერ დროს განმეორდეს და ფატალურად დასრულდეს. ამის შესახებ ალასანიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორ ეპიზოდს შორის, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს და დამთავრდეს ფატალურად.

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო. წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენს ამ პრობლემას, მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია", - განაცხადა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე