მაკფოლი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:04 | 05.01.2023
ნანახია: 219

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მაკფოლი არ არის ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ველზე ახლა გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის გამოც ფულს იხდიან. პიარკამპანიაშია ჩართული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაკფოლი, რომელიც გუშინ, როგორც უკრაინის ერთ-ერთი კომისიის თანათავმჯდომარე, ითხოვდა სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის და კიდევ რამდენიმე პიროვნების მიმართ, სანქციების დადებას ყველა პროგრამაზე, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს „ქართუ“ ჯგუფმა და დღეს აქვეყნებს სტატიას. ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია. მისი აზრით, სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივად ცუდად, მისი აზრით, სააკაშვილი მკურნალობას არ უნდა დაექვემდებაროს, მან არ უნდა დაუჯეროს ექიმებს და უნდა შეინარჩუნოს თვითდაზიანების რეჟიმი, ეს პოლიტიკა, რომელიც მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური და პიარ გეგმის რეალიზაციის მიზნით.

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

The Washington Post-ში გამოქვეყნდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი  სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის  ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას და რომ ეს  იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა. მისივე აზრით, ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე