ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამივაცილოთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. შესაბამისად, ნებისმიერი დანაწევრება ცუდია - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:06 | 05.01.2023
ნანახია: 192

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამივაცილოთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. შესაბამისად, ნებისმიერი დანაწევრება ცუდია, - ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუშინდელ აქციებზე მისვლა ვერ ეძლო, თუმცა მივიდოდა და მივა ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე იქნება საუბარი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია. ამიტომ არავითარ დაშლაზე საუბარი არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება გაცილებით სხვა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო მაღალი ხარისხით და შემართებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობა და პარტიის სხვა ხარისხი. ჩვენი პარტიის სხვა ხარისხში მიქმედება და ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ჩვენი პარტია არ იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იყოს და მათ შორის ერთიანობა არ იქნება შენარჩუნებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ წინ ძალიან დიდი ბრძოლა და დიდი პოლიტიკური ამოცანები გაქვს წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამივაცილოთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. შესაბამისად, ნებისმიერი დანაწევრება ცუდია. ვიმედოვნებ, ეს დროებითია და ყველაფერი გადაივლის. განცალკევება პარტიას აზიანებს. ორივე გუნდში არიან ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები. დიდი იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება განსაკუთრებული ხარისხით და იმპულსით წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტის დასუსტება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე