ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი - ანზორ მელია

საქართველო, თბილისი - 19:42 | 04.01.2023
ნანახია: 154

ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ის უერთდება აქციას, რომელიც მშვიდობის ხიდზე იმართება. მისივე თქმით, არ იყო საჭირო ერთი და იმავე მოთხოვნით ორი აქციის გამართვა.

“ახლა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ძალა ერთობაშია. როგორ შეიძლება. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადავარჩინოთ. ვინც პირველად დაგეგმა აქცია, იქ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და მერე რაც უნდათ, ის გააკეთონ“, - თქვა მელიამ.

„ვაი, მაგ პოლიტოკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გააუქმეს, გორში გაუუქმეს, რუსთავში გაუუქმეს, რატომ გაუუქმეს? რატომ? იქიდან უნდა მოიყვანონ ხალხი ალბათ და უნდა აჩვენონ. მე არ ვარ „ნაციონალი“. კი, შვილი მყავს „ნაციონალი“, მაგრამ მე მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ღამეები არ მძინავს“, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

„ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, მეტი არაფერი. ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე