მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს, გუშინდელი დღით კმაყოფილია, მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 13:37 | 30.12.2022
ნანახია: 293

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილი დარჩა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სხდომაზე „ვივამედის“ ექიმის, თამარ აბაშიძის გამოსვლა გმირობა იყო.

„პროცესს თვალს ადევნებს და მოეწონა. გუშინდელი დღით კმაყოფილია. მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი წონაში ძალიან დაკლებულია.

„საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მიკვირს, როგორ გადაადგილდება აბაზანამდე, თუნდაც დამხმარე საშუალებით. საკვების მიღება უჭირს, არც კი უცდია. არ აქვს შიმშილის გრძნობა. ტემპერატურა მუდმივად აქვს – დილიდან დაბალი, შემდეგ უწევს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე