უნდათ შექმნან მტრის ხატი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშვება მათ არ დაბრალდეთ - იაგო ხვიჩია ხელისუფლებაზე

საქართველო, თბილისი - 16:02 | 29.12.2022
ნანახია: 190

მიხეილ სააკაშვილის გაშვებას რომ აპირებდე და ხელისუფლებაში იყო, ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც გუშინ ხელისუფლება მოიქცა ამ აქციის დაორგანიზებით: უნდა შექმნან მტრის ხატი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშვება მათ არ დაბრალდეთ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხად. მისი აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინდელი საპროტესტო აქცია ხელისუფლების დახმარების გარეშე არ გაიმართებოდა.

„ალბათ პრეზიდენტმა უფრო იცის, არის თუ არა რომელიმე მხარის ზეწოლის ქვეშ. არანაირი საფუძველი არ მაქვს, მის ნათქვამს არ ვენდო. მიმაჩნია, გუშინდელი საპროტესტო აქცია ხელისუფლების დახმარების გარეშე არ გაიმართებოდა. არ მჯერა, რომ ეს ხალხი თავისით დაორგანიზდებოდა. მიხეილ სააკაშვილის გაშვებას რომ აპირებდე და ხელისუფლებაში იყო, ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც გუშინ ხელისუფლება მოიქცა ამ აქციის დაორგანიზებით: უნდა შექმნან მტრის ხატი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშვება მათ არ დაბრალდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რა არის საჭირო, რომ შეწყალების შესახებ თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს.

„პრეზიდენტს არ მოუცია იმისი საფუძველი, ვიფიქრო, რომ სააკაშვილს შეიწყალებს. რაც შეეხება იმას, რა უნდა ქნას, პირობა უნდა დადოს, რა იქნება მისი მხრიდან სააკაშვილის შეწყალებისთვის აუცილებელი. ასეთი პირობა ყველასთვის გასაგები იქნება. ახლა როგორც მიმდინარეობს პროცესი – შობამდე გამოუშვით პრეზიდენტი – ნაკლებად მგონია, ამ კამპანიას წარმატება ჰქონდეს. რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, რომ შეიწყალონ? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა უნდა თქვან თავიანთი პირობა და პრეზიდენტმა უნდა თქვას, რა არის საჭირო, რომ თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე