ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:08 | 29.12.2022
ნანახია: 189

გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან მოკვდინებული ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან მოკვდინებული ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, რომლის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რაც უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერსებს, ემოციას, ასევე, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მისი პასუხი აბსოლუტურად ორაზროვანი იყო. არ ველოდები და ვერც წარმომიდგენია, რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა იქნება რეალიზებული გარკვეული თაღლითური პიარკამპანიის თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე