არ უარვყოფ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

საქართველო, თბილისი - 11:51 | 29.12.2022
ნანახია: 217

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია არ უარყოფს, რომ პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სააკაშვილის პროცესის დაწყების წინ ისაუბრა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე შეხვდა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო ჟურნალისტებო გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ბოლომდე გულახდილი შეიძლება ვერ ვიყო, მაგრამ... არა არ უარვყოფ [შეხვედრას]", - თქვა მელიამ.

მისი თმით, სალომე ზურაბიშვილი საღად აფასებს შექმნილ რეალობას, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე მელიას საუბარი არ შეუძლია.

"მიხარია როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით ჩვენ პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.

ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არამხოლოდ ქვეყნის საგარეო განვითარების, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ, გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს და მე მიხარია თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხვდება ყოველდღიურად სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო აშკარად იზრდება როგორც სოლიდარობა და ხდება საჭირო აზრის კონსოლიდაცია." განაცხადა ნიკა მელიამ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე