ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ეს ქვეყანა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 18:01 | 28.12.2022
ნანახია: 209

2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია შაქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარის თქმით, ქვეყანა ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია.

ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ეს ქვეყანა. საქართველოს ერთი ნახევარი ყვირის, თავისუფლება მიშას, მეორე ნახევარი, გაუმარჯოს ბიძინას. მაგრამ იცოოდეთ ერთ რამ, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

არ არის ახლა ქვეყანაში ის დრო და მომენტი, როცა ვინმე შეძლებს, დაემალოს", - განაცხადა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე