FBI მოიწვიონ და ჩაატარონ ექსპერტიზა - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:16 | 27.12.2022
ნანახია: 189

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მა ჩაატაროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს პროცესები და კიდევ ერთი, ხომ უნდათ ექსპერტიზის ჩატარება? FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა", - განაცხადა მან.

ამასთან, მისი თქმით, ადვოკატებს შაბათ-კვირას ექსპრეზიდენტთან შესვლა ოჯახის წევრებს კი წერილების გამოტანა აეკრძალათ.

"შაბათ-კვირას ადვოკატები აგვიკრძალეს, წერილები ოჯახს აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა [...] რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციებია, პრემიერმინისტრის მიერ მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია [...] ზედმეტი შოუს ელემენტებია ამის უკან რაღაც დგას, ვითომ, ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე