ვხედავთ, ოპოზიციაში როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ეს ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს - იონათამიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 27.12.2022
ნანახია: 195

ვხედავთ, რადიკალურ ოპოზიციაში როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს წევრის, მურმან დუმბაძის განცხადებაზე, რომელშიც დუმბაძემ თქვა, რომ სანდრო გირგვილიანი მორალურად იმ სუფრასთან არ იყო მართალი და რომ ის არ მოუკლავთ.

"ვხედავთ, როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეეხნენ და შეურაცხყოფენ. ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს. რადიკალური ოპოზიცია არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც არანაირ ღირებულებებსა და იდეებზე არ დგას. ეს ადამიანები არიან უსუსური შურისმაძიებლები, რომელთაც მხოლოდ უნდათ, ძალაუფლება საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. საზოგადოებამ ეს ადამიანები ხელისუფლებას ჩამოაცილა და რაც უფრო მალე მოხდება ამ ადამიანების პოლიტიკიდან გასვლა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ეს ადამიანები ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ნაცებზე მეტი ნაცები არიან. მშვიდობაში მოიხმარონ ერთმანეთი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე