გალტ & თაგარტი 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევას აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 11:25 | 27.12.2022 ნანახია: 1182საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტმა“ 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა ეფუძნება მსოფლიოში წამყვანი 10-ზე მეტი საინვესტიციო ბანკის მოლოდინებს შემდეგ წელთან დაკავშირებით. ანგარიში მიმოიხილავს ოთხ ძირითად თემას: 2022 წლის შეჯამებას, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის შესაძლო განვითარების სცენარებს და მოლოდინებს აქციებისა და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე.
საბაზისო მოლოდინის მიხედვით, S&P 500-ს ინდექსი 2023 წლის განმავლობაში 6%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ზრდამ შესაძლოა 18%-საც კი მიაღწიოს. ფაქტიური შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით შემცირდება გლობალური ინფლაცია, რაზეც მოქმედებს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და ჩინეთის ეკონომიკის ჩაკეტვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოპტიმისტური მოლოდინებია სავალო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან ამ აქტივის კლასში შემავალი ინსტრუმენტების შემოსავლიანობა ისტორიულად მაღალ დონეზეა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ უპრეცედენტოდ სწრაფად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2023 წელი გამორჩეული იქნება ბაზრების მნიშვნელოვანი მერყეობით. შესაბამისად, ინვესტიციების პასიური მართვის მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ინვესტორები, ნაკლებად ეფექტური იქნება ასეთ გარემოში. ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად მოახდინონ რეაგირება თავიანთ საინვესტიციო პორტფელებთან მიმართებით.
„2022 წელი გამორჩეული იყო მთელი რიგი გლობალური გამოწვევებით, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური ინფლაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟებზე ინვესტირებისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეფუძნება როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე მომავალ წელთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს. სწორედ ამ მიზნით, აღნიშნულ კვლევაში ჩვენ შევაჯამეთ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინები 2023 წელთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქართველი ინვესტორები გაეცნობიან თუ რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებასთან დაკავშირებით შემდეგ წელს და რა ინსტრუმენტებში ინვესტირებაა შედარებით მიმზიდველი.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შესთავაზებს ქართველ ინვესტორებს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ პერიოდულ ანალიტიკას.“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
კვლევის სრული ვერსიის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა