ხელისუფლებამ უნდა იფიქროს პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ. სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ - ანა წითლიძე

საქართველო, თბილისი - 14:10 | 26.12.2022
ნანახია: 227

ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ. სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები უცვლელია და შიმშილობას აგრძელებს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას შეცნობა და რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ. სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ. ჩემი მოთხოვნები არ იცვლება – გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. მათ ასევე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტეს ისმაილოვმა, ჯანაშიამ და კირკიტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე