უგემოვნობა, ეტიკეტის დარღვევა თუ სტილი? - კახა კალაძის მორიგი არაორდინალური ჩაცმულობა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 07.03.2016
ნანახია: 8421

ბენედიქტ კამბერბეტჩის, კანიე უესტის, ედი რედმეინის, ეისეპ როკის, დევიდ ბექჰემის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 2016 წლის ყველაზე გემოვნებიან მამაკაცთა სიაში მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა კალაძის ჩაცმულობას ქართველების რაღაც გარკვეული ნაწილი უგემოვნოდ მიიჩნევს.

აცვია ძვირადღიებული სამოსი (ბრენდი), მაგრამ არაშესაფერისად, ასეტ შეფასებებს აძლევენ ენერგეტიკის მინისტრს სოციალურ ქსელში. კახა კალაძემ სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“-ის გახსნაზე ახალი თვალშისაცემი კეტასით კიდევ ერთხელ მიიპყრო მოდის თაყვანისმცემელთა ყურადღება.

ოფიციალურ ღონისძიებაზე კედასის ჩაცმა, უგემოვნებას მიაწერს, ზოგიც – ეტიკეტის დარღვევად მიიჩნევს. 

„გავიგეთ რომ ჭრელ-პიჟონური შავრლებით მოძრაობს, მაგრამ აი ეს "ტიგროვი" "კეტასები" რატომ კახი რატომ? ისმის კითხვა?!“, - ასეთი კომენტარებიც კი გავრცელდა სოციალურ ქსელში.

მოკლედ, ბევრი იმასაც ამბობს, რომ მინისტრის ჩაცმულობაზე დიზაინერი ბიჭოლა ზრუნავსო, მაგრამ არსებობს ერთი კარგი გამონათქვამი: გემოვნებაზე არ დაობენო... არ დაობენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საჯარო მოხელე ეტიკეტს ყველგან და ყოველთვის უნდა იცავდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე