არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ - ანა წითლიძე

საქართველო, თბილისი - 13:22 | 25.12.2022
ნანახია: 274

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

"პირველ რიგში, შობა მინდა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე და რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს.

ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - ამბობს წითლიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე