ვიღაც იდიოტი რომ გამოდის და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა, აბა იმ 85%-ს ჰკითხოს, უნდა თუ არა ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა - გახარია

საქართველო, თბილისი - 18:09 | 23.12.2022
ნანახია: 425

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და, მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, 20-30 წელი დავკარგოთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში პარტია საქართველოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ვიდეო მის ფეისბუქზე გავრცელდა.

"უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30-35 წელში დაუშვა. იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი. ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობის ეს ფანჯარა არ იქნებოდა...

ერთი მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და, მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, 20-30 წელი დავკარგოთ... ვიღაცა რომ გამოდის იდიოტი და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა, იმ 85 პროცენტს ჰკითხოს, უნდა თუ არა ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა", - თქვა გახარიამ.

მანვე ისაუბრა ამ პროცესში პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე და ამ კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი.

​"პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ჩემს თავსაც ამას ვეუბნები. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა, იმიტომ რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება", - თქვა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე