სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა. ამის იქით ვინ წერილს დაწერს, ვინ განცხადებას გაავრცელებს, ეს ცალკე საკითხია - მიხეილ დაუშვილი

საქართველო, თბილისი - 13:22 | 23.12.2022
ნანახია: 192

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა. ამის იქით ვინ წერილს დაწერს, ვინ განცხადებას გაავრცელებს, ეს ცალკე საკითხია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

ის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ პოზიციას სრულად რომ იზირაბედეს, აღნიშნულ განცხადებას ხელს მოაწერდა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას ის მაინც გააგებინოს, მიხეილ სააკაშვილის რეალური დიაგნოზი რა არის.

ამასთან, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ნახვა ამ მდგომარეობაში ადამიანურად ძალიან მძიმე სანახავი იყო.

„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ხელისუფლების კისერზეა. ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას წერტილ-მძიმის დონეზე რომ ვიზიარებდე, ხელს ხომ მოვაწერდი? ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ კისერზეა. ამის იქით ვინ წერილს დაწერს, ვინ განცხადებას გაავრცელებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.

130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში, ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე