სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 22.12.2022
ნანახია: 207

სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც არის დღემდე პატიმრობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, თუ არ ვცდები, მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს, ეს ერთი. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც არის დღემდე პატიმრობაში", - თქვა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქალაქში ან აშშ-ში. მოწოდებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტიც, მაია სანდუ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე