იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 56%-ით მეტი ღვინო

საქართველო, თბილისი - 11:28 | 07.03.2016
ნანახია: 3204

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 2 559 795, უკრაინა - 651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038 და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.

წლის დასაწყისში ექსპორტის მატება დაფიქსირდა რუსეთში - 154%, უკრაინაში - 37%, პოლონეთში - 46%, ლიტვაში - 26%, ყირგიზეთშიი - 70%, გერმანიაში - 68% და სხვა

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე