დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი უნიჭო სიმულაცია - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 14:02 | 22.12.2022
ნანახია: 339

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ვიზუალი, არაფრით განსხვავდებოდა იმ დამონტაჟებული კადრებისგან, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება, მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ და ეს იყო ორი დღით ადრე გადაღებული კადრები, ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ მისი ვიზუალიდან. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ ჩვენ, მათ შორის ტელევიზიებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე