საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა
საქართველო, თბილისი - 11:42 | 22.12.2022 ნანახია: 1163საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც პანელურ დისკუსიაში Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა, სოფო ჭყოიძემ საკუთარი სტარტაპის გზაზე ისაუბრა.
სპიკერმა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება, რომელიც - ქართული სტარტაპის განვითარებასა და ამერიკაში გაყიდვას შეეხებოდა, საკუთარი კომპანიის მაგალითზე გაუზიარა.
ღონისძიებას ადგილობრივი სტარტაპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს სტარტაპებს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ საქართველოში უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ან უკვე გავიდნენ ან გასვლას და გაფართოებას ცდილობენ. Startup Grind-ის ღონისძიება იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც აღნიშნულ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. Startup Grind არის შესაძლებლობა, წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაინტერესებულმა სტარტაპებმა მოისმინონ, ისწავლონ და გაიკვალონ გზა საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, Pulsar AI ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდას და ავტომატიზაციას. კომპანია ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. Pulsar AI-ს შექმნილი აქვს: ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სერვისი, ბოტები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. ასევე, კომპანია ამერიკულ ბაზარზე, 2019 წლიდან, ავტომანქანების დილერებს მათი გაყიდვის პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება. კერძოდ, Conversational AI-ის პლატფორმას ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით, როგორც იმეილით, ასევე SMS-ით ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – სწრაფი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შესულ „ონლაინ“ მოთხოვნაზე ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა