ხვალ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც შევძლოთ საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბება - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 20:17 | 21.12.2022
ნანახია: 171

ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ხვალ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც ჩამოყალიბდნენ საერთო კანდიდატზე.

„მოგეხსენებათ, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ერთი ამოერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც, რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე