უკრაინის საგარეო უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცეს პასუხი, არამედ დანილოვს და არესტოვიჩს, რომლებიც პრეტენზიებს გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო - სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 17:33 | 21.12.2022
ნანახია: 199

უკრაინის მხარეს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, თუ ეს ასეა, ამ უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცენ პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

„უკრაინის მხარეს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, ეს კარგი და სწორი განცხადებაა, მაგრამ თუ ეს ასეა, ამ უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცენ პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, რომლებიც სურვილებს და მოთხოვნებსაც გამოთქვამდნენ, პრეტენზიებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო. პირადად მე, ამ უწყების წარმომადგენელი რომ ვიყო, ვინც მდინარაძესა და კობახიძეს მიმართავს, პირველ რიგში, განმარტებების გაკეთებას მოვითხოვდი დანილოვის განცხადებაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე