გამოცემა The Economist-მა უკრაინა წლის სახელმწიფოდ დაასახელა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 21.12.2022
ნანახია: 1177

ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.

აღნიშნული მნომინაცია 2013 წლიდან არსებობს.

როგორც წესი, წლის ბოლოს ექვსი ქვეყანა ირჩევა. გამარჯვების მთავარი კრიტერიუმია ქვეყნის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების მასშტაბი და ხარისხი.

ეს საპატიო ტიტული, როგორც წესი, ენიჭება ხოლმე ქვეყანას, რომელიც, ჩვენი პერსპექტივით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. ამ ჭრილში, უკრაინა უჩვეულო არჩევანია, რადგან ცხოვრება უკრაინელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა მას მერე, რაც თებერვალში მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. დაინგრა და დაიწვა ქალაქები. მილიონობით ადამიანმა სახლ-კარი დატოვა. უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით მესამედით შემცირდა. რუსეთის თავდასხმების გამო, ბევრი უკრაინელი სიბნელეში კანკალებს. და მაინც, უკრაინელებმა წელს საკუთარი თავი გამოავლინეს" - წერს გამოცემა.

2021 წლის სახელმწიფოდ გამოცემამ იტალია დაასახელა - კორონავირუსის პანდემიის ფონზე გატარებული გონივრული პოლიტიკის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების შერბილების გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე