მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არ უნდა იყოს არც აქ, არც ციხეში, ეს არ დაუმსახურებია - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 13:34 | 21.12.2022
ნანახია: 211

მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ შვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის და მისთვის არგუმენტია კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა.

„ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, იზიარებს ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის პოზიციას, რომ მზად არიან, სააკაშვილს ჩაუტარდეს ანალიზები, თუ სახელმწიფო უცხოელ ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროს მოიწვევს.

„იგივე პოზიცია მაქვს, რაც შალვამ ბრძანა. აქ ექსპერტიზის ჩატარება? ვერ სინჯავენ და თუ გინდა, 15-ჯერ ჩაუტარონ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე