პირველი კითხვა, რასაც ურთქმელიძეს დავუსვამ, იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყოველდღე აქვს 38 გრადუსი ტემპერატურა, გაგვცეს ამაზე პასუხი - ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 21.12.2022
ნანახია: 173

პირველი კითხვა, რასაც ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მალხაზ ურთქმელიძეს დავუსვამ, იქნება ის, თუ რა იწვევს მდგომარეობას, რაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ უთქმელიძის დღევანდელ განცხადებებზე.

„ჩვენ არ ვაპირებთ, სატელევიზიო ეთერებში განვიხილოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მით უმეტეს, რაც ეხება სამედიცინო საკითხებს. ხვალიდან იწყება ექსპერტების დაკითხვა სასამართლო პროცესებზე. ეს საკითხები დასმული იქნება, მათ შორის, ურთქმელიძეცაა მოწმედ დაბარებული და იქ შეუძლია, ისაუბროს ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე. თუმცა პირველი კითხვა, რასაც დავუსვამ მას, იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას აქვს 38 გრადუსი ტემპერატურა ყოველდღე. გაგვცეს ამაზე პასუხი, თერაპევტია და გვიპასუხოს. ამისთვის გამოყოფილია სასამართლო დარბაზი.

რაც შეეხება ურთქმელიძის განცხადებებს, ახლა მიდის პიარკამპანიები, უნდათ პიარით გადაიფაროს ეს თემები. ჩვენი მიზანი არაა პიარი, ჩვენი მიზანია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამისთვის დანიშნულია სასამართლო პროცესი და სასამართლო პროცესზე იქნება კითხვები. პირველ რიგში, ხვალ უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე