საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - ნედ პრაისი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 21.12.2022
ნანახია: 170

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, როგორც ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყოველგვარი ზრუნვა რაც სჭირდება, - განაცხადა ნედ პრაისმა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე